პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული - ოპოზიცია თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს

© Sputnik / Shota Nozadzeრუსი პოლიტიკოსის საქართველოს პარლამენტში ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან
რუსი პოლიტიკოსის საქართველოს პარლამენტში ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს როგორც პარლამენტის შენობაში, ისე მის გარეთ

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია თბილისში, რომელსაც მსოფლიოს 20 ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის წარმომადგენლებიც ეწვივნენ, ნამდვილი სკანდალით შემობრუნდა.

აჟიოტაჟი პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში დაინახა. სწორედ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია. პარლამენტის თავმჯდომარე ამჟამად ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.

ოპოზიციამ სახელმწიფო დუმის დეპუტატის გამო მართლმადიდებელთა ასამბლეის სხდომა ჩაშალა>>

მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოიხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელია. მისი თქმით, ღონისძიების ჩატარებისთვის თავიდანვე სხვა ადგილი უნდა შეერჩიათ.

კობახიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ როგორც კი გაიგო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე რუსეთის წარმომადგენელი იჯდა, მაშინვე მოითხოვა სესიის შეწყვეტა. მისი თქმით, ეს „მძიმე სანახავი" იყო.

ამავე დროს, ოპოზიცია პარლამენტთან მიტინგს მართავს და ხელისუფლების შეცვლას მოითხოვს. მათი ნაწილი კობახიძისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურისთვის ემზადება.

პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი პარტია და პარტია „თავისუფალი დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს უმაღლეს დონეზე.

„პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კობახიძეს მოვუწოდებთ, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე და გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ დავიწყებთ ოფიციალური იმპიჩმენტის პროცედურას და დარწმუნებული ვარ, ამას მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა ბაქრაძემ.

© Sputnik / Shota Nozadzeრუსი პოლიტიკოსის საქართველოს პარლამენტში ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან
პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული - ოპოზიცია თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს - Sputnik საქართველო
რუსი პოლიტიკოსის საქართველოს პარლამენტში ჩამოსვლის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან

ამჟამად პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია. იქ არავის უშვებენ, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა პარალიზებულია. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" ლიდერები მომხრეებთან ერთად და აცხადებენ, რომ დარბაზს არ დატოვებენ, სანამ კობახიძე არ გადადგება.

ამავე დროს, შენობასთან მიტინგს მართავენ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება>>

უფრო ადრე პარლამენტში მომხდარი დაგმეს „ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„ეს ფაქ­ტი ზი­ანს აყე­ნებს ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას, აზი­ა­ნებს ქარ­თულ პარ­ლა­მენ­ტა­რიზმს! სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მარ­თლი­ან პრო­ტესტს და მივ­მარ­თავ ამის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნუ­მარ­ტონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მომ­ხდა­რის მი­ზე­ზე­ბი და მო­ახ­დი­ნონ მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა მომ­ხდარ­ზე!“, - ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0