ოპოზიციამ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის გამო მართლმადიდებელთა ასამბლეის სხდომა ჩაშალა

© photo: courtesy of Parliament of Georgiaოპოზიციის აქცია პარლამენტში
ოპოზიციის აქცია პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალის შემდეგ მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია სხვაგან გაგრძელდება

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია ჩაშალეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის მაგიდასთან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი დაინახეს.

გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან აღმოჩნდა, რადგან მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტია.

ასამბლეის სხდომა ოთხშაბათს ცერემონიების სახელმწიფო სასახლეში, ანუ ყოფილ პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში გაიხსნა. მეორე დღეს ღონისძიება საქართველოს პარლამენტში გაგრძელდა.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველოში ქვეყნის არასწორი რუკების გავრცელება დასჯადი გახდება

შესვენების შემდეგ დეპუტატებმა პარტიებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პრეზიდიუმის ტრიბუნის უკან ტერიტორია დაიკავეს, ხმაურიანი აქცია მოაწყვეს და პირობა დადეს, რომ იქ გავრილოვი ვეღარ გამოჩნდებოდა. ოპოზიციონერებმა ამ ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულეს.

ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ შემოუშვა ქვეყანაში ადამიანი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა, არამედ მას ასევე საპატიო ადგილი გამოუყო - პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდასთან. ზოგიერთი ოპოზიციონერი უცენზურო ლექსიკასაც იყენებდა რუსული დელეგაციის წევრების მისამართით.

აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შესახებ – რაზე იმსჯელებენ დიპლომატები>>

ამის პარალელურად აქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთან.

ამ სკანდალის ფონზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეცდომა მოხდა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს. მათი თქმით, ღონისძიება სხვა ადგილზე გაგრძელდება, თუმცა კონკრეტულად სად, ჯერჯერობით უცნობია.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
„არის გარკვეული პროგრესი" - შვეიცარიის ელჩი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე

რაც შეეხება თავად გავრილოვს, მან მასმედიისთვის მცირე კომენტარი უკვე გააკეთა.

„2008 წლის ომი – ეს ისტორიაა, რომლის გაკვეთილიც უნდა ვისწავლოთ", – განაცხადა გავრილოვმა ოთხშაბათს ტელეკომპანია Rustavi2-თან. მისი თქმით, ეს იყო უსიამოვნება, „რომლის ინიციატორებიც ახლა საქართველოში არ იმყოფებიან".

მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ბევრი უსიამოვნება მოხდა, მაგრამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია.

როგორც გავრილოვმა ასამბლეაზე აღნიშნა, მსოფლიოში მრავალი პრობლემაა და ასეთ სიტუაციაში არასწორია ძალისა და დადგენილი სანქციების პოზიციით ლაპარაკი. მისი თქმით, სამყარო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

ამასთან, ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც ღონისძიება ცერემონიების სახელმწიფო სასახლეში მიმდინარეობდა, ქუჩაში პარალელურად აქტივისტების საპროტესტო აქცია მოეწყო. როგორც გავრილოვმა ქართულ მასმედიასთან განაცხადა, არსებული ვითარება მისთვის არანაირ დისკომფორტს არ ქმნის; რუსი დეპუტატის თქმით, საქართველო მისი სამშობლოა – სწორედ ამ ქვეყანაშია დაკრძალული მისი ბაბუა და ის ბედნიერია, რომ აქ იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0