აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შესახებ – რაზე იმსჯელებენ დიპლომატები

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი და ქართველი დიპლომატების წინა შეხვედრა პრაღაში თებერვლის ბოლოს გაიმართა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში შეხვედრაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს განიხილავენ.

დიპლომატების მორიგი შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება. ქართული მხრიდან შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო რუსეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლები. ქართული დელეგაცია ჩეხეთიდან 14 ივნისს დაბრუნდება.

ტურისტები ბათუმში - Sputnik საქართველო
საქართველოს რუსეთიდან ყოველი მეათე მოგზაური ეწვევა

„ჩვენი შეხვედრა, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათი გრძელდება. ჩავატარებთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მონიტორინგს. ვნახავთ, რა საკითხებია, რა პრობლემები აქვთ ჩვენს კომპანიებს, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართული", – განუცხადა აბაშიძემ „Sputnik-საქართველოს".

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. თუმცა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. გარდა ამისა, სწრაფად იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა. 2018 წელს ქვეყანას ესტუმრა 1,4 მილიონი რუსეთის მოქალაქე, რაც, 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 23,8%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0