03:21 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
პრაღის ცენტრი

კარასინი და აბაშიძე პრაღაში შეხვედრას გამართავენ

© photo: Sputnik / Alexei Danichev
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (72)
22 0 0

რუსი და ქართველი დიპლომატები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში 13 ივნისს გაიმართება.

ვინ ხართ თქვენ, ანზორ ბიწაძე? ბურჯანაძის ვაჟი პოლიტიკასა და პირად ცხოვრებაზე >>

პრაღის მოლაპარაკებები – ეს არის ქვეყნებს შორის არაფორმალური დიალოგი, რომელიც 2012 წელს დაიწყო. მხარეები ტრადიციულად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

„ხვალ პრაღაში ჩვენი მორიგი შეხვედრა გაიმართება. დღის წესრიგშია საკითხები, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს, არის გარკვეული ჰუმანიტარული თემატიკა. ტრადიციული საკითხები, რომლებსაც აქ განვიხილავთ“, - განუცხადა აბაშიძემ „Sputnik-საქართველოს“.

ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს სატრანსპორტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო რუსული მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

„ჩვეულებრივ, ჩვენი შეხვედრა რამდენიმე საათს გრძელდება. ჩვენ ჩავატარებთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მონიტორინგს. შევხედავთ, რა საკითხები, რა პრობლემები აქვს ჩენს კომპანიებს, რომლებიც ამ სფეროებშია ჩართული“, - განაცხადა აბაშიძემ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. თუმცა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. გარდა ამისა, სწრაფად იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა. 2018 წელს ქვეყანას ესტუმრა 1,4 მილიონი რუსეთის მოქალაქე, რაც, 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 23,8%-ით მეტია.

ქართული დელეგაცია ჩეხეთიდან 14 ივნისს დაბრუნდება.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (72)

მთავარი თემები