კალაძემ ლადო კახაძეს გამარჯვება მიულოცა

© Facebook / photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის კანდიდატს, ლადო კახაძეს არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გამარჯვება მიულოცა.

„წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს“, - განაცხადა კალაძემ.

ივანიშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია >>

მან მადლობა გადაუხადა პარტიის ყველა მხარდამჭერსა და აქტივისტს, რომლებიც არჩევნების პროცესში იყო ჩართული.

„შუალედურ არჩევნებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი და რაც მთავარია, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, შეგვწევს ძალა, ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცესკო - Sputnik საქართველო
მთაწმინდაზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა - დაიწყო ხმების დათვლა

მეორე ტურის ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, როდესაც 20-დან ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა - არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 50% პლუს ერთი ხმა.

შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე.

კენჭისყრის შედეგები ღამით ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ყველა ახალი ამბავი
0