პრემიერი: საქართველოს გარე რისკებისგან იმპორტჩანაცვლება დაიცავს

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მდებარეობს იმ რეგიონში, სადაც ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რისკების ან მცირე შოკების საფრთხე

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ორიენტაცია ექსპორტზე, ტურიზმის განვითარება, იმპორტჩანაცვლება და ლარიზაცია საქართველოს ეკონომიკას დიდ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური სიტუაციების გავლენის მიმართ ნაკლებად მოწყვლადს გახდის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

ლარის კურსი ბოლო 2,5 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს ქართული ეროვნული ვალუტის კურსმა პირველად გადააბიჯა 2,78 ნიშნულს, მერე კი თანდათან დაიწყო გამყარება და სტაბილიზაცია. მიმდინარე წლის 24 მაისისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7799 GEL/$1-ზე დაადგინა. საქართველოს ეროვნული ვალუტის მკვეთრი დაცემის მიზეზად სპეციალისტებმა თურქეთში არსებული კრიზისი დაასახელეს.

ლარი და დოლარი - Sputnik საქართველო
ლარი შეუჩერებლად ეცემა: რა დაემართება ფასებს?

„ორიენტირება ექსპორტზე, მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე და რაც მთავარია, ლარიზაციაზე, არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი,  როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე მეზობელი ეკონომიკების გავლენის შესახებ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველო მდებარეობს იმ რეგიონში, სადაც ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რისკების ან მცირე შოკების საფრთხე. ამის გათვალისწინებით ხელისუფლება ატარებს პოლიტიკას, რომელიც სხვა ქვეყნების ეკონომიკის გავლენის შემცირებაზეა ორიენტირებული.

„დავიწყეთ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული საქართველოს თითოეული მოქალაქე გაცვლით კურსზე. იყო პერიოდი საქართველოში, როცა დოლარიზაციის მაჩვენებელი იყო უმაღლეს წერტილში და ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი. მეორე გახლავთ სავაჭრო დეფიციტი, რომელიც არის აქილევსის ქუსლი ჩვენი ეკონომიკის. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეადგენდა თითქმის 13 პროცენტს და ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო. ჩვენ შევძელით და ეს მაჩვენებელი გავანახევრეთ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„საქართველო მოწყვლადი რჩება“ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალუტის დაგროვებას გვირჩევს >>

ამასთან მან აღნიშნა, რომ ლარის კურსის მერყეობა მოკლევადიან ხასიათს ატარებს და თუ პროცესი არაჯანსაღ ხასიათს მიიღებს, საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერევა.

ყველა ახალი ამბავი
0