12:04 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ხატია დეკანოიძე

დეკანოიძე საპროტესტო აქციებს აანონსებს: სანდრამ თქვა, ოპტიმიზმი არ დაკარგოთო

© photo: courtesy of Khatia Dekanoidze
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (101)
177 0 0

ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიცია გეგმავს დიდი საერთო პლატფორმის შექმნას, სიარულს, ადამიანებთან ურთიერთობას და „საპროტესტო აქციებს კანონის ფარგლებში“.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავენ ოპტიმიზმს და ბრძოლას განაგრძობენ.

„ბრძოლა – ეს არის ყველა ეტაპზე ჩვენი ქმედება. პირველ რიგში, რაც თქვა სანდრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ოპტიმიზმის დაკარგვა. კიდევ უფრო კარგად უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამომრჩეველს და ვუთხრათ, რამდენად სახიფათოა ეს რეჟიმი ქვეყნისთვის“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, ოპოზიცია გეგმავს დიდი საერთო პლატფორმის შექმნას, სიარულს, ადამიანებთან ურთიერთობას და „საპროტესტო აქციებს კანონის ფარგლებში“.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ზუგდიდში არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა და ოპოზიციას მოუწოდებენ, დამარცხება ღირსეულად აღიარონ. 

„პროტესტის ნებისმიერ ფორმასთან, რომელიც არის დამკვიდრებული დემოკრატიულ სახელმწიფოში, არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია, თუმცა პროტესტს უნდა ჰქონდეს ადეკვატური საფუძველი და საზოგადოების მხარდაჭერა. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, რომ ჩატარდა არჩევნები მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, დაძაბულობის ფონზე, მაგრამ არსებითი დარღვევები არ ყოფილა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.

19 მაისს თბილისის მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. პარლამენტის დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნების გამართვა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი პარლამენტის დეპუტატი იყო მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქიდან.

გარდა ამისა, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა ხუთ რაიონში – ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები რვა რაიონში – საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის ოლქებში.

 

თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (101)

მთავარი თემები