მამუკა ბახტაძე: თბილისში მეორე ტური გაიმართება - ვიდეო ბრიფინგიდან

© photo: Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბახტაძის ვარაუდით, ერთადერთი ადგილი,სადაც მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო — ეს თბილისია.  

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე - ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში ჩვენი კანდიდატები იგებენ

პრემიერის თქმით, საქართველოში ჩატარებული პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები „თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში“ ჩატარდა.

ბახტაძის ვარაუდით, ერთადერთი ადგილი,სადაც მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო — ეს თბილისია.  

„იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან, ყველგან იგებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება“, — თქვა მან.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს გამოცხადებული ნდობითვის და მოუწოდა ყველა მხარეს, მისცენ საარჩევნო კომისიას ხმების დათვლისა და მუშაობის დასრულების საშუალება.

„სამწუხაროდ, ვიხილეთ დესტრუქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლა და მინდა ყველას მოვუწოდო, მივცეთ კომისიას შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში დაასრულოს თავის საქმიანობა“.

  

ყველა ახალი ამბავი
0