ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

© Sputnik / STRINGERანა მიქელაძე
ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და იქ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

დღევანდელ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება აქვს 402 ათასზე მეტ ამომრჩეველს, ანუ საერთო ამომრჩევლის რაოდენობის დაახლოებით 14%–ს. მათთვის 410 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.

„ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის  08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა მიქელაძემ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, წყალტუბოსა და ტყიბულის რვა საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად ხდება, არჩევნები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ტარდება. ამისთვის ამომრჩევლებმა ბიულეტენები სპეციალურ აპარატში უნდა ჩაუშვან, რომელიც დაასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ავტომატურად დათვლის.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ყველა პროვოკაციაზე პოლიციის მხრიდან იქნება მკაცრი და სწრაფი რეაგირება

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

19 მაისს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის.

პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

 

ყველა ახალი ამბავი
0