ესტონეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

© Sputnik / Vadym Antsupovსალომე ზურაბიშვილი ესტონეთში
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილს ვიზიტის ფარგლებში დაძაბული გრაფიკი აქვს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. კადრიორგიდან დაწყებული, სადაც ერთ-ერთ მუზეუმში ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებია გამოფენილი, ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრამდე – სტუმართმოყვარე ტალინელები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესტონეთის დედაქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობას დაათვალიერებინებენ, იუწყება „Sputnik–ესტონეთი“.

დატვირთული პროგრამა

ხუთშაბათს, 16 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ქართველ კოლეგას კადრიორგის რეზიდენციაში ქვეყნის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი შეხვდა, რის შემდეგაც ისინი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენაზე გაემართნენ.

რატომ გადაუხადა ვიზიტის წინ ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მადლობა>>>

პროგრამის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს გამათავისუფლებელ ომში გამარჯვების მონუმენტს, შემდეგ გამართავს შეხვედრას ესტონეთის პარლამენტის (რიგიკოგუ) სპიკერთან და ეწვევა „კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალს“. მოგვიანებით ზურაბიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. დღის ბოლოს კი იგი დაესწრება კერსტი კალიულაიდის მიერ გამართულ ვახშამს.

სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში - Sputnik საქართველო
„სამი მოთხოვნადი პროფესია" – რა უთხრა ზურაბიშვილმა ქართველ სტუდენტებს ლატვიაში

პარასკევს, 17 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა ტელისკივის შემოქმედებით ქალაქს და სტენბოკის სახლს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იური რატასთან გამართავს შეხვედრას. ზურაბიშვილი ასევე ეწვევა ელექტრონული ესტონეთის შოურუმს და ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრს. საღამოს სიტყვით გამოვა ლენარტ მერის კონფერენციის გაცნობითი ხასიათის დისკუსიაზე.

პუტინთან საუბრისას კალიულაიდმა საქართველო ახსენა

აპრილში ზურაბიშვილმა კალიულაიდთან სატელეფონო საუბრისას კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას მან საქართველო ახსენა და მას მყარი მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კალიულაიდი ყველა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია.

ნინო ჩაკვეტაძე - Sputnik საქართველო
ნინო ჩაკვეტაძის საოცარ მხატვრობას ესტონეთში გაეცნობიან

საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა

საქართველომ და ესტონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დაამყარეს. ამის შემდეგ ქვეყნებმა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ 20 საერთაშორისო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პრიორიტეტულია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა.

საქართველოში ესტონეთის საელჩო 2006 წელს გაიხსნა, ესტონეთში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა კი 2007 წელს. დღეისთვის საქართველოს ესტონეთში ელჩი თეა ახვლედიანი წარმოადგენს, საქართველოში კი ელჩი კაი კაარელსონია.

„Sputnik–საქართველოს“ მონაცემებით, ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ 2018 წელს 12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველო ესტონელ ტურისტებს შორის პოპულარული ხდება. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უმნიშვნელოა, თუმცა შეიმჩნევა ზრდა. მაგალითად, 2018 წელს ესტონეთის მოქალაქეებმა 10 ათასზე მეტი ვიზიტი განახორციელეს, რაც 80%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით.

გარდა ამისა, ესტონეთი და საქართველო განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის სფეროში. ესტონეთი ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველი სამხედროების სწავლას აფინანსებს. ქართველი და ესტონელი სამხედროები რეგულარულად მონაწილეობენ ერთობლივ წვრთნებში, რომლის ფარგლებშიც საქართველო აქტიურად იღებს ნატოში გაწევრიანების ესტონეთის გამოცდილებას.

ვითარდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ამისთვის რეგულარულად ტარდება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმები. 2015 წელს ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების ხელშეწყობის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0