https://sputnik-georgia.com/20190408/nino-CakvetaZis-saocar-mxatvrobas-estoneTSi-gaecnobian-244881737.html
ნინო ჩაკვეტაძის საოცარ მხატვრობას ესტონეთში გაეცნობიან
ნინო ჩაკვეტაძის საოცარ მხატვრობას ესტონეთში გაეცნობიან
Sputnik საქართველო
ტალინელები და ქალაქის სტუმრები ჩაკვეტაძის მიერ საბავშვო წიგნებისთვის შექმნილ ილუსტრაციებს იხილავენ. 08.04.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-04-08T15:46+0400
2019-04-08T15:46+0400
2023-08-17T19:39+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22982/21/229822173_0:0:1497:846_1920x0_80_0_0_b9a443f98f363a265517781f1af9405b.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22982/21/229822173_0:0:1497:940_1920x0_80_0_0_18211eacad85311189b49bf29e970777.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ნინო ჩაკვეტაძის საოცარ მხატვრობას ესტონეთში გაეცნობიან
15:46 08.04.2019 (განახლებულია: 19:39 17.08.2023) ტალინელები და ქალაქის სტუმრები ჩაკვეტაძის მიერ საბავშვო წიგნებისთვის შექმნილ ილუსტრაციებს იხილავენ.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის საოცრად თბილ და ლამაზ ნახატებს ტალინში იხილავენ – მხატვრის ნამუშევრების გამოფენა 10 აპრილს ესტონეთის საბავშვო ლიტერატურის ცენტრში გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ექსპოზიცია 4 მაისამდე ჩათვლით გაგრძელდება.
ნინო ჩაკვეტაძე – თანამედროვე საქართველოს ყველაზე კეთილი და თბილი მხატვარია. მისი სურათები არა მარტო ბედნიერი ბავშვობის, პირველი ტკბილი და მწარე ბავშვური განცდების, ლამაზი მოგონებებისა და ოცნების ხორცშესხმას წარმოადგენს, ჩაკვეტაძის ტილოები ნამდვილი ანტისტრეს–შემოქმედებაა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით განკურნების ეფექტის მქონე ტილოებით ნინო ჩაკვეტაძემ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი.
ჩაკვეტაძე დაიბადა თბილისში 1971 წელს. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
ერთხელ ქართველ მხატვარს მოსკოველმა ფსიქოლოგებმა მისი ნახატების მეტაფორულ რუკებში გამოყენების უფლება სთხოვეს. ამ რუკებს პაციენტებთან მუშაობისას იყენებენ. ნინო ამას დიდი სიხარულით დათანხმდა. დღეს ნინო ჩაკვეტაძის რუკები სახელწოდებით „ბავშვთა განცდების მეტაფორა" რუსეთის წიგნის მაღაზიების ფსიქოლოგიურ განყოფილებებში ბევრგან იყიდება.
თბილისში ფუნქციონირებს მხატვრის გალერეა Nocha, სადაც შესაძლებელია ნინო ჩაკვეტაძის ნახატების დათვალიერება და ყიდვა.