21:23 21 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2445
  • 100 RUB4.3846
  • USD2.9275
მოსამართლის ჩაქუჩი

სკანდალური კანონპროექტი მოქმედებაში - საქართველოში მოსამართლეთა შერჩევა დაიწყო

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სასამართლო სკანდალი საქართველოში (29)
62 0 0

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს პარლამენტში წარდგომამდე შერჩევის რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო - სულ 20 ვაკანსია გამოცხადდა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სასამართლოების შესახებ სკანდალური კანონპროექტი ძალაში შევიდა >>

განაცხადების მიღება 31 მაისამდე გაგრძელდება.

პროცესის ამოქმედება პარლამენტში რამდენიმეთვიანი სკანდალების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ოპოზიციამ დაიწუნა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოსამართლეთა შერჩევის ახალი კრიტერიუმების შესახებ, მაგრამ ის მაინც მიიღეს. ოპონენტებმა „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა დააბრალეს, ხოლო „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ოპონენტები სასამართლოში კოლაფსის მიღწევას ცდილობენ.

ამჟამად უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უკმარისობაა - 28 ადგილიდან 18 ვაკანტურია.

შერჩევის წესები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტის დასაკავებლად განცხადების შეტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია, მოქმედ მოსამართლეებს არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეებს პროფესიული მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილებით, რომელთა სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ არის გასული. ასევე კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს.

კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინონ თავიანთი CV, ავტობიოგრაფია და სარეკომენდაციო წერილი. ეს ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

პირველ ეტაპზე საბჭო ფარული კენჭისყრით, დამოუკიდებლობისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეარჩევს მინიმუმ 45 პირს (ვაკანტურ ადგილებზე სამჯერ მეტი). შერჩეული კანდიდატების სიაც უნდა გამოქვეყნდეს.

შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებთან საჯარო გასაუბრებებს დაიწყებს. გარდა ამისა, დაიწყება მათ შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. ის კანდიდატი, რომელიც ინფორმაციის წარმოდგენაზე უარს განაცხადებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პრეტენდენტთა სიიდან გამოირიცხება.

ევროპაც კი „გავაოცეთ" – ირაკლი კობახიძის პასუხი აშშ-ის ელჩის კრიტიკაზე >>

მომდევნო ეტაპზე საბჭო შეამცირებს კანდიდატთა რაოდენობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიების რაოდენობამდე. ამასთან, არამოსამართლე კანდიდატებს დაუწერენ ქულებს, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული.

შემდეგ დაიწყება კენჭისყრა - თითოეულ დარჩენილ კანდიდატს საბჭო კენჭს ცალ-ცალკე უყრის. სიაში მოხვდებიან ისინი, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3 ხმას მიიღებს.

პარლამენტში გადაიგზავნება კანდიდატთა დამტკიცებული სია, ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნა.

პარლამენტის დეპუტატები მოსამართლეთა ყველა კანდიდატს განიხილავენ და თითოეულს კენჭს ცალ-ცალკე უყრიან. მოსამართლე ის გახდება, ვინც დეპუტატთა არანაკლებ 2/3 ხმას მიიღებს.

მეხუთე, ანუ ბოლო ეტაპი ეხება შემთხვევებს, როდესაც პარლამენტი უარს ამბობს ამა თუ იმ კანდიდატის დამტკიცებაზე. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდა.

თემები:
სასამართლო სკანდალი საქართველოში (29)

მთავარი თემები