რამდენი „კორუფციონერი პარაზიტია" აჭარის მთავრობაში – ვინ დარჩება ბორტს მიღმა

© Facebook / Government of Ajaraთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე რეგიონში ანტიკორუფციული პოლიტიკის გაძლიერებას გეგმავს.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მთავრობაში ცვლილებები დააანონსა.

„ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად სამართლიანი თამაშის წესებით ბიზნესთან ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე. ამავე დროს საჯარო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით იქნას მიღებული გადაწყვეტილებები. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა, შიდა კონტროლი, აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურების მუშაობა. ასევე ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო მთავრობის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან", – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კონკრეტულად რა ჰქონდა მხედველობაში აჭარის მთავრობის მეთაურს, ჯერჯერობით უცნობია. სხდომის შემდეგ მან განაცხადა, რომ არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც შემოწმებას საჭიროებს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
კიდევ რომელი მინისტრი გამოემშვიდობება თანამდებობას? – პრემიერ ბახტაძის კომენტარი

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, აუცილებელია ამ მიმართულებით პოლიტიკის გამკაცრება", – განაცხადა რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.

ამასთან, მან ყველა გააფრთხილა იმასთან დაკავშირებით, რომ კორუფციის გამო დასჯას ვერავინ გადაურჩება.

„ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. ყველა ხელმრუდე საჯარო მოხელე, რომელიც გაბედავს, რომ საჯარო რესურსების პარაზიტად გადაიქცეს, უნდა მოხვდეს განსასჯელის სკამზე", – თქვა რიჟვაძემ.

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში „ქრთამის აღების" მუხლით 34 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელთაგან გახსნილია რვა. შსს-ს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ დანაშაულების ზრდამ 88,88% შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0