გიორგი გახარია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა ოთხშაბათს, 1 მაისს გაიმართება

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა, იუწყება პირველი არხი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
საქართველოში უშიშროების საბჭო გაუქმდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც სახელმწიფო უშიშროების, საგარეო და საშინაო, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული, სამოქალაქო, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებს იხილავს.

მთავრობის მეთაურის გარდა საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გაცნობის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში საბჭოს სხდომაზე შეიძლება საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა პირთა მიწვევა.

საქართველოს უშიშროების საბჭომ შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე გადაწყვეტილება მიიღო >>

გახარიას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, უფლებამოსილება იქნება საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, საბჭოს სხდომების მომზადება და პრემიერ-მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება.

საბჭოს სხდომები სამ თვეში ერთხელ დახურული წესით ჩატარდება. პირველი სხდომა ოთხშაბათს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0