10:23 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
გიგი წერეთელი

წერეთელი უკრაინის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობას გაუწევს კოორდინაციას

Sputnik, Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (535)
111 0 0

ეუთომ უკრაინაში არჩევნებზე დასაკვირვებლად 500-კაციანი მისია გაგზავნა

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოსა და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორი გახდა. ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

პრეზიდენტის არჩევნები უკრაინაში 31 მარტს ჩატარდა. პირველ ტურში გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმათა რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ აიღო. მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პირველი ტურის ლიდერი ვლადიმერ ზელენსკი.

მისიის კოორდინატორად წერეთლის დანიშვნის გადაწყვეტილება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე მიროსლავ ლაიჩეკმა მიიღო. არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთომ უკრაინაში 500-კაციანი მისია გაგზავნა.

„უკრაინაში მეორე ტურის მაღალი სტანდარტებით ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხისთვის, ახალარჩეული პრეზიდენტისა და, მთლიანად, ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდისათვის“, - აღნიშნა წერეთელმა.

დამკვირვებლების საერთაშორისო მისია საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურის შესახებ დასკვნას 22 აპრილს წარუდგენს.

თემები:
მსოფლიო დღეს (535)

მთავარი თემები