07:44 16 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
მამუკა ბახტაძე

კიდევ რომელი მინისტრი გამოემშვიდობება თანამდებობას? – პრემიერ ბახტაძის კომენტარი

© Sputnik / Alex Shlamov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (19)
238 0 0

პრემიერმა ისაუბრა, თუ რით იხელმძღვანელებს საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. შეიცვლებიან მხოლოდ ის მინისტრები, რომლებიც ვერ გაუმკლავდებიან მათი უწყების განვითარების საჭირო ტემპებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ხუთშაბათს მისმა მოადგილემ ნათია თურნავამ შეცვალა.

რა თქმა უნდა, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ შედეგი, რაც შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებითა და კონკრეტული შედეგებით. ჩემთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რაც გითხარით", – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

თემები:
საქართველოს მთავრობა (19)

მთავარი თემები