02:19 13 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2645
  • 100 RUB4.6247
  • USD2.9618
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ნათია თურნავა გახდა

© photo: Ministry of Economy of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (68)
187 0 0

უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დღეს თანამდებობიდან მოხსნეს

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დაინიშნა ნათია თურნავა, რომელიც აქამდე უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

თურნავამ ამ პოსტზე შეცვალა გიორგი ქობულია, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი ხუთშაბათს მოაწერა.

თურნავა 2018 წლის სექტემბრიდან ქობულიას მოადგილე იყო. მანამდე 2013 წლიდან 2018 წლამდე იკავებდა „საქართველოს საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, ხოლო 2006 წლიდან 2013 წლამდე იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.

1998-2000 წლებში თურნავა იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი, 2000 წლიდან 2005 წლამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2005 წლის მაისიდან სექტემბრამდე საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო, ხოლო 2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ნოემბრამდე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

განათლებით თურნავა ეკონომისტია და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული.

თემები:
საქართველოს მთავრობის ტრანსფორმაცია (68)

მთავარი თემები