რა ბედი ეწევა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეს?

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ვერსიების რაოდენობა  ორამდე შემცირდა

ამ დრომდე გამოცანად რჩება, რა ბედი ეწევა ავლაბრის რაიონში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციას.

ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრეს–სპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილისა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებები განსხვავებულია.

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე შესაძლოა, მუზეუმად აქციონ>>>

პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია თბილისის ისტორიულ უბანში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. სასახლის პროექტზე მუშაობდა რამდენიმე არქიტექტორი, პროექტის ავტორია გიორგი ბათიაშვილი, თუმცა შენობა დაასრულა იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ, რომელმაც მოგვიანებით თბილისში „მშვიდობის ხიდი“ ააგო. სასახლის მშენებლობა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 13 მლნ ლარი დაჯდა. 

პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეებისთვის პრეზიდენტის სასახლეში ექსკურსია მოეწყო

ავლაბრის რეზიდენცია 2018 წლის დეკემბერში დაიცალა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. მან მუშაობა ათონელის ქუჩაზე მდებარე, უფრო მოკრძალებულ სასახლეში ირჩია.

მომავალში თუ რა ფუნქციას შეიძენდა ავლაბრის  პრეზიდენტის სასახლე, ამასთან დაკავშირებით მედიაში მრავალი ვარიანტი იხილებოდა.

სახელმწიფო ცერემონიების  სასახლე?

პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა განაცხადა, რომ ავლაბარში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა. შეთანხმება სახელწოდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის უკვე მიღწეულია. 

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე - Sputnik საქართველო
ფიქრები ავლაბრის „შტაბკვარწირის“ მომავალ ბინადარზე... ანუ ვინც არ უნდა იყოს?!

 „სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამის განკარგულებას გამოსცემს საქართველოს მთავრობა. ეს არის შეთანხმებული, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე იმართება დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერთათვის პრეზიდენტის სახელით მიღება ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“, – ციტირებს მოისწრაფიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში 9 აპრილს აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.
საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე?
 ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება აქვს დეპუტატ მარიამ ჯაშს. 

პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ათონელზე რეზიდენციას მასმედიასთან ერთად დაათვალიერებს

 „ჩვენ მზად ვართ პრეზენტაციისთვის. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური მსჯელობა იმ რეკომენდაციებზე, რომელიც შევიმუშავეთ.  საუბარი არის სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნულ სასახლეზე. ჩვენ ვუბრუნდებით იმ ძირითად იდეას, რომელიც ეკუთვნის თავად ავლაბრის რეზიდენციის მთავარი სასახლის პროექტის ავტორს, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს და სწორედ ამ საკითხის გარშემო გვაქვს შემუშავებული რეკომენდაციები მთავრობის მიმართ, რომელსაც უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ“, – განაცხადა  მარიამ ჯაშმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

მანამდე ვარაუდობდნენ, რომ შენობას დაერქმეოდა „რესპუბლიკის სასახლე“ და იქ მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების მიღებები გაიმართებოდა. სხვა ვერსიით, იქ შეიძლება გადასულიყო საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ამჟამად ბათუმში ფუნქციონირებს. ერთ-ერთ ვარიანტად პრივატიზება განიხილებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0