ზურაბიშვილს ჟენევის დისკუსიების ფორმატის განახლება მნიშვნელოვნად მიაჩნია

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის განახლების მომხრეა

თბილისი, 26 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლო წლებში არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე.

„აზრები პრინციპულად გაიყო" – რას შეჰყავს ჩიხში ჟენევაში ქართულ-რუსული მოლაპარაკებები >>

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ჟენევის მოლაპარაკებები პოლიტიკურ საკითხებში ერთადერთი შესაძლებლობაა პირდაპირი დიალოგისთვის. მოლაპარაკებათა ფორმატის შესაძლო შეცვლის შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელიც უფრო მაღალ დონეზე დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას შექმნის.

„ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მათზე მუშაობა, ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მხოლოდ მისი თქმით, ზურაბიშვილი მოლაპარაკებების ამ ფორმატის განახლების მომხრეა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის მოწინააღმდეგეებს პასუხი გასცა

„პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ ფორმატის განახლება, ყველა შესაძლო შესაძლებლობის გათვალისწინებით, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის წარმოება. ეს თუ მოხდება ჟენევის ფორმატში მისასალმებელია, თუ არადა უნდა მოიძებნოს სხვა გზები, სადაც შესაძლებელია ასეთი პოლიტიკური დიალოგის წარმართვა“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უფრო აქტიური უნდა გახდეს.

რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები. მოლაპარაკებების ბოლო, 46-ე რაუნდი 2018 წლის დეკემბერში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0