11:03 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში

ბახტაძემ და ფაშინიანმა სომხეთის ერთ-ერთ სოფელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს

© photo: The Prime Minister of the Republic of Armenia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (100)
177 0 0

საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნეს

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგა მამუკა ბახტაძესთან სომხეთის სოფელ ენოკავანში არაფორმალური შეხვედრა გამართა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მხარეებმა ქართულ-სომხური თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.

Встреча премьеров Грузии и Армении Мамуки Бахтадзе и Никола Пашиняна в Енокаване
მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში

ორი ქვეყნის პრემიერმა ყველა სფეროში ქართულ-სომხური ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნა და გამოთქვა იმედი, რომ შემდგომი აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და გაფართოებას.

ფაშინიანი პრემიერობის მეორე დღეს საქართველოს ესტუმრა >>

ამ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს როგორც ოფიციალური, ისე არაფორმალური შეხვედრების მნიშვნელობას.

Встреча премьеров Грузии и Армении Мамуки Бахтадзе и Никола Пашиняна в Енокаване
მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში

ბოლოჯერ ფაშინიანი და ბახტაძე არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს 15 იანვარს ბოლნისში შეხვდნენ.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (100)

მთავარი თემები