ბახტაძემ და ფაშინიანმა სომხეთის ერთ-ერთ სოფელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს

© photo: The Prime Minister of the Republic of Armeniaმამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში
მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და სომხეთის პრემიერებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნეს

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგა მამუკა ბახტაძესთან სომხეთის სოფელ ენოკავანში არაფორმალური შეხვედრა გამართა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მხარეებმა ქართულ-სომხური თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.

© photo: The Prime Minister of the Republic of Armeniaმამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში
ბახტაძემ და ფაშინიანმა სომხეთის ერთ-ერთ სოფელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში

ორი ქვეყნის პრემიერმა ყველა სფეროში ქართულ-სომხური ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნა და გამოთქვა იმედი, რომ შემდგომი აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და გაფართოებას.

ფაშინიანი პრემიერობის მეორე დღეს საქართველოს ესტუმრა >>

ამ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს როგორც ოფიციალური, ისე არაფორმალური შეხვედრების მნიშვნელობას.

© photo: The Prime Minister of the Republic of Armeniaმამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში
ბახტაძემ და ფაშინიანმა სომხეთის ერთ-ერთ სოფელში არაფორმალური შეხვედრა გამართეს - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი ენოკავანში

ბოლოჯერ ფაშინიანი და ბახტაძე არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს 15 იანვარს ბოლნისში შეხვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0