ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. სამხრეთ კავკასიაში ყველა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან არარატ მირზოიანთან შეხვედრისას.

ზურაბიშვილი: საქართველოს სომხები ქვეყნის ცხოვრებაში მეტად უნდა იყონ ჩართულნი>>>

ზურაბიშვილი სომხეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ეწვია. მან შეხვედრები უკვე გამართა სომეხ კოლეგა არმენ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკო ფაშინიათან და სრულიად სომხეთის კათოლიკოსთან გარეგინ მეორესთან.

„ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება. ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ ამ რეგიონში სხვა ალტერნატივა არსებობდეს. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას, ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. ამ კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის ჩარევაა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ერევნის საერთაშორისო აეროპორტში - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილის ვიზიტი ერევანში - საუკეთესო ფოტოები

საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებას ეთანხმება სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეც.

„ჩვენი მყარი და მდგრადი კავშირები შესაძლებლობას გვაძლევს ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენი მოსაზრებები უამრავ საკითხებში თანხვედრაშია და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. მაგალითად, სომხური დელეგაცია თავს იკავებს ხმის მიცემისგან ისეთ საკითხში, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ინტერესები. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება. ეს ყველას ინტერესებშია", – განაცხადა მირზოიანმა.

ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში ხუთშაბათს დასრულდება.

ქართველი და სომეხი ექსპერტები სომხეთში ზურაბიშვილის ვიზიტის შედეგებს განიხილავენ>>>

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.

ყველა ახალი ამბავი
0