06:17 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
დავით ზალკალიანი

მინისტრი: ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან, რომ ჩვენ მოქალაქეებს გაუადვილდეთ ლეგალური ყოფნა

© photo: MFA of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)
116 0 0

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ ლეგალური ბინადრობის მოწმობები.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა ქვეყნებთან, რათა საქართველო მოქალაქეებს გაუადვილდეთ უცხო ქვეყნებში ლეგალური ყოფნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საბერძნეთში რამდენიმე ათას საქართველოს მოქალაქეს აქვს უკვე ლეგალურად ბინადრობის მოწმობა.

„ამ თვალსაზრისით საბერძნეთთან უკვე გარკვეული საქმიანობა განხორციელებულია. ამ პროცესში საელჩო აქტიურად არის ჩართული. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ ლეგალური ბინადრობის მოწმობები“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, იოსებ ნანობაშვილმა  დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)

მთავარი თემები