ელჩი: 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშიათენი
ათენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, საქართველოს საელჩო საბერძნეთში კვლავ აგრძელებს საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის სამუშაოებს.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო, ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნანობაშვილის განცხადებით, საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხია.

ევროკავშირის და საქართველოს დროშები ევროპის მოედანზე თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფრის მიღებას ვერ შეძლებენ

ელჩის თქმით, ამ კუთხით, საელჩო ნაყოფიერად თანამშრომლობს საბერძნეთის რესპუბლიკის ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, საბერძნეთის პარლამენტთან.

„ვფიქრობ, ჩვენს ბერძენ პარტნიორებთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოაქვს. საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა გახლდათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საელჩო საბერძნეთში კვლავ აგრძელებს საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის სამუშაოებს.

ყველა ახალი ამბავი
0