გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" დატოვა

© photo: Mediaholding Kvira / FBგედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა სამმა დეპუტატმა დატოვა – ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დატოვების შესახებ განაცხადა.

ფოფხაძე: პრემიერს თანავუგრძნობ... რას გავითვალისწინებ და რას არა, ეს ჩემზეა დამოკიდებული>>>

გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტიის შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება 2018 წლის აპრილშიც გააკეთა. მაშინ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მან თანაპარტიელების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერა დაასახელა.

„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

დღეს კი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ფოფხაძემ იმას დაუკავშირა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადავადების შესახებ და ბესელია–ფოფხაძე–გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდა.

გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა.

„მე აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი „ქართულ ოცნებაში" იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით, რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მგონია, რომ დარჩენა არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. უნდა დასმულიყო კითხვა – რატომ რჩები „ქართულ ოცნებაში" და არა რატომ წამოხვედი „ქართული ოცნებიდან", – განაცხადა გედევან ფოფხაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ფოფხაძემ მასმედიასთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც „ქართული ოცნების" დატოვება გადაწყვიტა.

დეპუტატის განცხადებით, მისი მმართველ პარტიაში დარჩენა ორი მიზეზის გამო გახდა შეუძლებელი: პირველია იდეოლოგიური და ღირებულებითი განსხვავება, ხოლო მეორე – განსხვავებული ხედვის თავისუფლად გამოხატვის შეზღუდვა.

„მოვუწოდებ ყველას, რომ გადაწყვეტილება მიიღოს თავისი სინდისიდან გამომდინარე. თუ ვიღაცას ხინჯი აქვს და ფიქრობს, რომ რაიმე შეიცვლება იმ თვალსაზრისით, რომ თავისუფალი სივრცე მიეცემა, წინასწარ ვარწმუნებ, რომ ჩემსავით გაწბილდებიან და უკმარისობის განცდა, რაც მე მაქვს, რომ რატომ აქამდე არ წამოვედი, ექნებათ მათაც", – განაცხადა მან.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას" ტოვებს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას კიდევ ერთი დეპუტატი გია ჟორჟოლიანიც აპირებს.

გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა სამმა დეპუტატმა – ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა.

გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად იყო ავტორი პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტისა, რომელიც მათ პარლამენტში 11 თებერვალს წარადგინეს. საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პარლამენტის დეპუტატების ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადადების შესახებ. ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა, მას შემდეგ, რაც ეს შესწორებები ჩავარდა, განაცხადეს, რომ ტოვებენ პარტიას.

ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან ურთიერთობის ფორმატს ცვლის>>>

რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, მან დეპუტატებს საპენსიო რეფორმის საკუთარი ვერსია წარუდგინა და პირობა დადო, რომ თუ მმართველი პარტიის დეპუტატები მას მხარს არ დაუჭერდნენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა. ასეც მოხდა: კანონპროექტი ჩავარდა, ხოლო ნაცვლიშვილმა წასვლის შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება კანონპროექტს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება, რომ მხარი არ დაუჭიროს შესწორებებს, იმ მოსაზრებით მიიღო, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ქვეყნის განახლებულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ქვეყნის მთავარ კანონში წერია, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან.

ამ რამდენიმე დეპუტატის გამოკლების გამო მმართველ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.

გედევან ფოფხაძე 2014 წლიდან მმართველი პარტიის წევრია. მაშინ თავისი თანაპარტიელებისგან („ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“) განსხვავებით, რომლებმაც „ქართული ოცნების“ კოალიცია დატოვეს, ის მმართველ პარტიაში შევიდა. 2016 წელს ფოფხაძემ  საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა და დეპუტატი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0