TBC Bank-ის დამფუძნებელმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა

© Sputnik / Levan Avlabreliგანმუხური
განმუხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფო მთლიანად ბანკის მხარესაა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. პროკურატურის გამოძიებამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების დახურვის საქმეს, განაცხადა TBC Holding–ის ხელმძღვანელმა მამუკა ხაარაძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ვინ ვის: ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძეს, თუ პირიქით

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს  (სებ-მა) ხელმოწერის უფლება შეუჩერა TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისას გამოავლინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.  ბანკმა რეგულატორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

„ბოლო ხუთი წელია მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან. პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის წინ ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა. მაისი-ივნისის თვეში ველოდებით ფინანსურ დახურვას, რომელიც საკმაოდ რთული პროცესია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი სიტყვებით, გამოძიების დაჩქარება, რომელიც პროკურატურამ დაიწყო და ინფორმაციის გაჟონვა საერთაშორისო პრესაში იმის შესახებ, რომ TBC Bank–ის დამფუძნებლებს რაღაც კავშირი აქვთ დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ  მშენებლობის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფო მთლიანად ბანკის მხარესაა.

 „მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ამავე დროს მხარში გვიდგას. ეს ცოტა მაშფოთებს, რომ ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არ გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ასეთ სახალხო განცხადებას, როცა გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნულიც არ არის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

განმუხური - Sputnik საქართველო
მაქინაციები ანაკლიის პორტის მშენებლობაში – მოსახლეობას მიწის ნაკვეთებს დაუბრუნებენ

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მას ახორციელებს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა, რომელიც ახორციელებს პროექტებს ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროებში. პორტის გენერალური გეგმა საერთაშორისო კომპანია Maritime & Transport Business Solutions-თან (MTBS) ერთად შემუშავდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მა, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის პროექტებზე მუშაობს.

პორტის მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება.

მშენებლობის პირველ ეტაპზე, სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია აშენდეს პორტი სატვირთო გემებისთვის, კონტენეირების ტერმინალი, ჯებირი და ეზო ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის — პირველ ეტაპზე პორტი 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. მეორე ფაზის ამოწურვის შემდეგ, 2030 წლისთვის კი პორტის გამტარუნარიანობა 14 მლნ ტონა ტვირთზე მეტი იქნება.
კონსორციუმის მონაცემებით, ყველა, ცხრა ფაზის ამოწურვის შემდეგ პორტი შეძლებს 100 მლნ-ზე მეტი ტონა ტვირთის მიღებას. ყველა ეტაპის განხორციელებისთვის 50 წელზე მეტი იქნება საჭირო.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მლრდ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0