07:35 22 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტი (25)
91 0 0

20-21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთიდან სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17-19 თებერვალს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრება, განაცხადა პრეზიდენდის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები იუნესკოს გენერალურ მდივანთან, საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან. იგეგმება სხვა არაერთი შეხვედრა, ასევე ინტერვიუები „ლე მონდთან", „ფრანს 24"-თან და სხვა საინფორმაციო საშუალებებთან.

გარდა ამისა, პრეზიდენტი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

20-21 თებერვალს კი საქართველოს პრეზიდენტი პარიზიდან სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 აგვისტოს დამყარდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობები როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მიმართულებით აქტიურად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებები ძირითადად არეგულირებს თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ეკონომიკა, თავდაცვა, საფინანსო სექტორი, კულტურა და განათლება.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (25)

მთავარი თემები