იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა საბოლოოდ გაემიჯნენ ერთმანეთს

გამოწერა
საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელი ნანა ხუნჯუა გახდა.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამიერიდან საპროკურორო საბჭოს აღარ უხელმღვანელებს – უწყებამ ახალი თავმჯდომარე აირჩია, ნათქვამია ქვეყნის პროკურატურის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოში 16 დეკემბრიდან სრულად ამოქმედდა განახლებული კონსტიტუცია, რომლის თანახმად, პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანო გახდა და იუსტიციის სამინისტრო, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სამინისტრო, მის მუშაობაში ვერ ჩაერევა.

თუმცა, ტექნიკური საკითხებისა და საახალწლო არდადეგების გამო წულუკიანი პროკურატურის მთავარი სათათბირო ორგანოს თავმჯდომარის პოსტს ბოლო დრომდე ინარჩუნებდა.

შალვა თადუმაძე - Sputnik საქართველო
შალვა თადუმაძე საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა

საპროკურორო საბჭო 2015 წელს შეიქმნა. მასში შევიდნენ პროკურორები, პარლამენტის დეპუტატები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს ფუნქციაში შედის გენერალური პროკურორის დანიშვნა და უწყების კონტროლი მთლიანად.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე პრეტენდენტი ორი ადამიანი იყო – ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, თუმცა საბჭომ 12 ხმით არჩევანი ხუნჯუაზე შეაჩერა. ის თანამდებობას ორი წლით დაიკავებს.

ნანა ხუნჯუამ პროკურატურაში მუშაობა 2006 წელს დაიწყო, სადაც შსს-დან მივიდა. 2004–2006 წელბში ის თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი იყო.

პროკურატურის სტრუქტურაში ხუნჯუა 2014 წლამდე მუშაობდა დიდუბე–ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში. 2014 წელს დაიკავა შსს-ს სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის პოზიცია, 2015 წლიდან მუშაობდა შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორად.

ყველა ახალი ამბავი
0