საქართველოს ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციაში დამკვირვებელის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პოლიციელები ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში (SICA) ექსტრა რეგიონული დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა, რაც ცენტრალური ამერიკის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველო ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციის მეგობართა ჯგუფში შედიოდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ქვეყანა განსაკუთრებულად გააქტიურდა მაღალი დონის კავშირების სფეროში, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
ბახტაძე: ახალი საბაჟო კოდექსი - სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად

საქართველოს შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით უკვე გამოიკვეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას.

მათ შორის, გამოითქვა მზადყოფნა საქართველოს სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან SICA-სთვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა, ანტიკორუფციული მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, მართლმსაჯულების რეფორმა, ელექტრონული მმართველობა, საჯარო მომსახურების მიწოდება და სხვ.

SICA მნიშვნელოვანი რეგიონული გაერთიანება და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პლატფორმაა, რომელიც, პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, აქტიურად მუშაობს რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოების, კარგი მმართველობისა და ეფექტური სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით. გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს წარმატებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0