04:33 24 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2965
  • 100 RUB4.6397
  • USD2.9661
მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ნურავის ექნება ილუზია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (45)
67 0 0

შსს-ს განცხადებით, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი  დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული და ის აუცილებლად ჩატარდება მშვიდ ვითარებაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან.

დღეს თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ასევე, ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თელავში ჩასვლას ცდილობენ, თუმცა საპატრულო პოლიციამ მათი კოლონა ჯერ გომბორის გზაზე არ გაატარა, მოგვიანებით კი გურჯაანის სოფელ ველისციხეში გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებს თელავისკენ გადასაადგილებლად ალტერნატიული გზა და ტრანსპორტი შესთავაზეს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები სიცრუეს უწოდებენ.  გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები გზის გახსნას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ველისციხეში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პროტესტი. მისი განმარტებით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს  ალტერნატიული გზა შესთავაზეს, თუმცა მათ ის არ გამოიყენეს.

„ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში არის შემდგარი დემოკრატია. როდესაც ადამიანი გაიმარჯვებს და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ამას უნდა ღირსეული შეხვედრა,“- განაცხადა პრემიერმა.

სიტუაცია თელავის ცენტრშიც დაიძაბა. ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც ელოდებოდნენ თბილისიდან წამოსულ კოლონას, გზა გადაუკეტეს სამთავრობო მანქანებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ერეკლეს სასახლის მიმართულებით. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სამართალდამცავებთან.

უწყების განცხადებით,  საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის  ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 49 წუთს გაგრძელდება. ცერემონიის შემდეგ კი თელავის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართება. ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მოიპოვა. მისი კონკურენტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა.

თემები:
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (45)

მთავარი თემები