ცოტნე და კოკა გამსახურდია შიმშილობენ: პრეზიდენტის მკვლელობის საქმე შესაძლოა დაიხუროს

© photo: National Library of Georgiaზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოკა და ცოტნე გამსახურდიებმა გამომძიებლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კოკა და ცოტნე პროკურატურის შენობასთან მათი მამის მკვლელობის საქმის ბოლომდე მიყვანის მოთხოვნით მეორე დღეა შიმშილობენ. პროკურატურა მზად არის მათ კითხვებს პასუხი გასცეს.

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში ომბუდსმენი ჩაერთო >>

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სოფელ ძველ ხიბულაში. მაშინდელი გამოძიების მონაცემებით, ექს-პრეზიდენტმა თავი მოიკლა. ხოლო გამსახურდიას ოჯახი ირწმუნება, რომ ის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
კითხვები არ უნდა არსებობდეს - მარგველაშვილი გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ

ოჯახი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, 31 დეკემბერს იწურება ხანდაზმულობის ვადა (25 წელი), რომლის შემდეგ დამნაშავეებს შესაძლოა სასჯელი აარიდონ. გამსახურდიები მთავარ პროკურორთან შეხვედრას მედიის თანდასწრებით მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამშაბათიდან საპროტესტო აქციებს ააანონსებენ.

„დოყლაპიობის გამო, უნიათობის გამო, პოლიტიკური ნების არ არსებობს გამო, დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე გადააკვალიფიცირა 2014 წელს, არაფერი არ გააკეთა. ბოლოს და ბოლოს უნდა აღსრულდეს სამართალი და ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს საშინელი დანაშაული, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში“,  - ამბობს ცოტნე გამსახურდია.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ პროკურატურისთვის ცნობილია, ვინ არის დამნაშავე.

„აქ უკვე არის კონკრეტული ადამიანი, მაღალჩინოსანი, რომელსაც ასევე ადებენ ხელს სხვებიც, მაგრამ დღევანდელი პროკურატურა ცდილობს, რომ რაღაცნაირად მოერიდოს“, - განაცხადა ცოტნემ.

პირველი პრეზიდენტის შვილები ეჭვობენ, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში ჩართულ ადამიანებს მფარველები მოქმედ ხელისუფლებაშიც ჰყავთ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამსახურდიას შვილებს საქმის დეტალების ხელახალი გაცნობის მიზნით შესთავაზეს შეხვედრა საგამოძიებო სამსახურის უფროსთან, ასევე საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან, მაგრამ ისინი შეხვედრაზე არ მისულან.

საქართველოს პრეზიდენტის შვილმა ძებნილი ბოროტმოქმედი დააკავა >>

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
სახლს, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0