ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში ომბუდსმენი ჩაერთო

© photo: National Library of Georgiaზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატის აზრით, ხელისუფლება სპეციალურად აჭიანურებს გამოძიებას, რათა დამნაშავეებმა, როგორც ამას კანონი განსაზღვრავს, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, პასუხი არ აგონ კანონის წინაშე.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეცნობა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ხელმეორე გამოძიების საქმეს, განუცხადა Sputnik-საქართველოს გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
კითხვები არ უნდა არსებობდეს - მარგველაშვილი გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სოფელ ძველ ხიბულაში. მაშინდელი გამოძიების მონაცემებით, ექს-პრეზიდენტმა თავი მოიკლა. ხოლო გამსახურდიას ოჯახი ირწმუნება, რომ ის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.

2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს.

„როცა საქმე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობას ეხება, გამოძიების ეფექტურობითა და საქმის გახსნით ყველა უნდა იყოს დაინტერესებული - როგორც საზოგადოება, ისე შესაბამისი ინსტიტუტები. გამომდინარე აქედან, ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველს თხოვნით, დაინტერესდეს, თუ რამდენად ეფექტურად აწარმოებს გამოძიებას პროკურატურა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, ვინაიდან პროკურატურას 25 წლის განმავლობაში, არცერთი ხელისუფლების პირობებში არ გამოუვლენია დამანაშავეები ამ საქმეში“, - განაცხადა გიგუაშვილმა.

ადვოკატის აზრით, ხელისუფლება სპეციალურად აჭიანურებს გამოძიებას, რათა დამნაშავეებმა, როგორც ამას კანონი განსაზღვრავს, დანაშულის ჩადენიდან 25 წლის გასვლის შემდეგ, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, პასუხი არ აგონ კანონის წინაშე. თუმცა, როგორ გიგუაშვილი განმარტავს, თავად გამოძიება ხანდაზმულობის გამო არ შეწყდება.

მიმდინარე წლის ივნისში გამსახურდიების ადვოკატმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, არაკონსტიტუციურად ეცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომლის თანახმადაც დაზარალებულ მხარეს საქმის მასალები გასაცნობად არ გადაეცემა. 

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამსახურდიას ოჯახი უკმაყოფილოა ექს-პრეზიდენტის საქმის გამოძიების მსვლელობით

ამ დროისათვის პროკურატურის გამომძიებლები საქმის მასალების  მხოლოდ ადგილზე გაცნობის უფლებას იძლევიან.

„მიუხედავად არაერთი მიმართვისა, პროკურატურა არ გადმოგვცემს საქმის მასალებს. ისინი გვთავაზობენ მისვლას და მასალების ადგილზე გაცნობას, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და შეუძლებელია“, - ასკვნის ადვოკატი გიგუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებს ეჭვქვეშ აყენებდა სააკაშვილის  ხელისუფლებაც. 2010 წელს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც პირველი პრეზიდენტის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეესწავლა.

2011 წლის 22 თებერვლის დასკვნის თანახმად, გამსახურდიას სიკვდილის საქმეში არის ბევრი კითხვა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ვერსიას - თვითმკვლელობას. კერძოდ, იარაღი, რომლითაც თითქოს გამსახურდიამ თავი მოიკლა, ჯერაც არ არის ნაპოვნი. ასევე არ არის ნაპოვნი არც ტყვია და არც ვაზნა. გარდა ამისა, ოთახში, სადაც ის გარდაიცვალა, არ იყო სისხლის კვალი.

სწორედ დროებითი კომისიის დასკვნა და ასევე პირველი პრეზიდენტის ოჯახის მიმართვა დაედო საფუძვლად 2015 წელს სისხლის სამართლის საქმის „განზრახ მკვლელობის“ მუხლით აღძვრას.

ყველა ახალი ამბავი
0