თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უარყო ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.
იმის თაობაზე, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავენ, ქართულ საინფორმაციო საშუალებებში სამშაბათს განაცხადეს. მათი მონაცემებით, თანამდებობები შეიძლება დატოვონ ლევან იზორიამ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
„გამორიცხულია", – განაცხადა იზორიამ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას, რომლებიც დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა მინისტრი თანამდებობის დატოვებას.
იზორია თავდაცვის უწყებას 2016 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს.
საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, სამმა მინისტრმა დატოვოს>>
მასმედიის ვერსიით, იზორიას ადგილი, შესაძლოა, იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ დაიკავოს.
საქართველოს მთავრობაში ბოლო საკადრო ცვლილებები ივლისში განხორციელდა. მას შემდეგ მინისტრთა კაბინეტში 13-ის ნაცვლად 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია.