06:00 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
საქართველოს მთავრობა - დარბაზი ბრიფინგებისთვის

საქართველოს მთავრობა, შესაძლოა, სამმა მინისტრმა დატოვოს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (132)
258 0 0

თანამდებობა შეიძლება დაკარგოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლები ქვეყნის მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავენ, იუწყება ტელეარხი Rustavi2 "პირველ რადიოზე" დაყრდნობით.

„შესაძლოა, იყოს საკადრო გადაწყვეტილებებიც", – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ წლის განმავლობაში ცვლილებები მოხდება. კაკულიას განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის შედეგებსაც ელოდება როგორც მმართველი პარტია, ისე მოსახლეობა.

მასმედიის ინფორმაციით, თანამდებობებიდან შეიძლება გათავისუფლდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი. იზორიას ადგილზე მოიაზრება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, გენერალი შავლეგო ტაბატაძე.

ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორი მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა. ის მანამდე 20 წლის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. გენერლის წოდება 2017 წელს მიიღო.

ბოლო საკადრო ცვლილებები მთავრობაში ივლისში განხორციელდა. მას შემდეგ საქართველოს 13-ის ნაცვლად 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი ჰყავს.

 

თემები:
საქართველოს მთავრობა (132)

მთავარი თემები