სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში შეიძლება კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

© AP Photo / Czarek Sokolowskiმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცველი ორგანოებისგან მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე დროულ რეაგირებას ელოდება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია.

28 ნოემბერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ სააკაშვილმა პოლიციას, ჯარს და ჩინოვნიკებს "მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა. არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

ზურაბიშვილის კონკურენტი სააკაშვილის თანამოაზრე, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე იყო.

„რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, მე, როგორც იურისტს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს გამოთქმები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველია, ამაზე აუცილებელია მოხდეს რეაგირება და ჩვენ დავინტერესდებით, რამდენად სწრაფად მოხდება შესაბამისი რეაგირება", – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ამასთანავე მან კანონდარღვევა უწოდა სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, რამდენადაც იგი საქართველოს მოქალაქე არაა.

„ის, რომ მოქალაქეობის არმქონე პირი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში, კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და ძალზე სამწუხაროა, რომ ამ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება არ იყო", – აღნიშნა კობახიძემ.

შსს „ნაცმოძრაობასა" და საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს შორის კავშირს არკვევს>>>

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააკაშვილი ინტერნეტის საშუალებით თავის მომხრეებს უკავშირდებოდა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გაიმართება

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

საქართველოში მას 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე დაუსწრებლად 6 წლის ვადით, ხოლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შეწყალებისთვის 3 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით განიხილავს კიდევ ორ საქმეს – 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.

 

ყველა ახალი ამბავი
0