სალომე ზურაბიშვილს სურს მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცეს

© REUTERS / DAVID MDZINARISHVILIსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქმედი და ახლადარჩეული პრეზიდენტები ინაუგურაციის წინ ითანამშრომლობენ

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა შეხვდეს სახელმწოფოს მოქმედ მეთაურს, გიორგი მარგველაშვილს, ამის შესახებ მან ტელეარხ Imedi-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია >>

მანამდე მარგველაშვილმა მიულოცა ზურაბიშვილს გამარჯვება არჩევნებზე და საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაბარებისა და ინაუგურაციის ცერემონიის ორგანიზაციის მიზნით თანამშრომლობა შესთავაზა. წინასწარი მონაცემებით, ახლადარჩეული პრეზიდენტი თავის უფლება-მოვალეობების შესრულებას 16 დეკემბრიდან შეუდგება.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

„ძალიან მადლობელი ვარ ამ შემოთავაზებისთვის, მე მზად ვარ ხვალ ან ზეგ დავიწყოთ (მომზადება - რედ.), ცოტა დრო გვრჩება ინაუგურაციამდე და აუცილებელია, დავიწყოთ მომზადება... ჩემს წარმომადგენელს გავაგზავნი, როგორც ამას მოითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული სტილის ორი პრეზიდენტი ნამდვილად მოახერხებს ამ გადაბარებას, რითაც მთელს მსოფლიოს მაგალითს მივცემთ, როგორი დემოკრატიული გახდა საქართველო“, - განაცხადა ზურაბიშვილი.

მეორე ტურის შედეგებით, საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უჭერს. გამოცდილმა დიპლომატმა ამომრჩეველთა თითქმის 60% მიიღო.

კობახიძე: სააკაშვილი ადეკვატურად ვერ აღიქვამს ვითარებას საქართველოში >>

ზურაბიშვილის კონკურენტი მეორე ტურში იყო გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე.

ყველა ახალი ამბავი
0