წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ფაზა - ოპონენტების ბრალდებები

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია ოპოზიციას სიცრუესა და პროვოკაციების მომზადებაში ადანაშაულებს

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე დაადანაშაულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუის მიზანმიმართულ  გავრცელებაში და დაძაბული წინასაარჩევნო ფონის შექმნის მცდელობაში.

გარემოვაჭრე - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ელოდებით თუ არა ცვლილებებს? – გამოკითხვის შედეგები

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძის გარდა, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს, პრეზიდენტის პოსტზე იბრძოლებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.

ტელეკომპანია Rustavi2-მა ორშაბათს გაავრცელა აუდიოჩანაწერები, სადაც მამაკაცი ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილის, ზურაბ მარგველაშვილის ხმით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შტაბში განიხილავს პრობლემას, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ის მმართველი პარტიის მომხრედ მიიჩნევს, მას ხმას არ აძლევს და რომ არჩევნებზე მისულ მომხრეების რაოდენობასა და მმართველი პარტიის რეალურ მხარდამჭერებს შორის სხვაობა 40%-ს შეადგენს.

„რუსთავი 2“-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ვითომდა ფარულ ჩანაწერში საუბარია, თითქოს „ქართული ოცნების“ რეგისტრირებული ამომრჩევლისა და რეალურად მიღებულ ხმებს შორის 40 პროცენტიანი სხვაობა არსებობს, ამის აღმოსაფხვრელად კი, ჩვენი გუნდი საარჩევნოდ თითქოს გარკვეულ მანიპულაციებს გეგმავს. რა თქმა უნდა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდი და სიცრუეა“, – განაცხადა მდინარაძემ.

პროგნოზები არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ანუ ერთი ქვეყნის ორი რეალობა >>

22 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში უცნობმა პირებმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის ელმირა ბეციაშვილის ეზოში „მოლოტოვის კოქტეილები“ შეაგდეს. ქალმა მომხდარი ინციდენტი მის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა. მდინარაძე კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტია თავად აწყობს პროვოკაციებს, რათა ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალოს.

ნიკა გვარამია - რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილისადმი სიძულვილის ენის გამოყენების გამო გვარამიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

„მათი სქემის ნაწილია გურჯაანსა და რუსთავში მოწყობილი პროვოკაციები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებული ინციდენტები. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, რათა როგორმე დააგროვოს ე.წ. კომპრომატები, თითქოსდა, მათ წინააღმდეგ ხდება პოლიტიკური ანგარიშსწორება. რეალურად, შეუძლებელია, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს ოპონენტების მიმართ პროვოკაციების მოწყობა, რადგანაც არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი არჩევნებში დამარცხებისთვის განწირული სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის ნაწილია“, – აღნიშნა მან.

Rustavi2-მა 23 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის რაიონის პოლიციელმა მოქალაქეს პოლიტიკური მოტივით სცემა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა „ნაცმოძრაობის“ წევრმა გივი ქველაძემ, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქის მიმართ არანაირ ფიზიკურ ძალას არ იყენებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რუსთავი2“-მა იცრუეს მარნეულში მომხდარ ფაქტზეც, რადგან პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოც ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეზე რამე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - ხაზგასმით აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, არჩევნების მეორე ტური თავისუფალ, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0