სასამართლომ ოპოზიციას არჩევნების თარიღის გადატანაზე უარი უთხრა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სასამართლომ სამუშაო დღეს არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა კანონიერად მიიჩნია

თბილისი, 18 ნოემბერი  – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცესკო-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, იუწყება პირველი არხი.

ოპოზიცია მოითხოვდა, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს ჩატარების შესახებ ბათილად იქნას ცნობილი.

არჩევნები 2018 - Sputnik საქართველო
სასამართლომ „ევროპულ საქართველოს“ არჩევნების თარიღის გადატანაზე უარი უთხრა

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, გაასაჩივრებს თუ არა ოპოზიცია სასამართლოს გადაწყვეტილებას, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამასთან, შაბათს საქალაქო სასამართლომ ამავე საკითხზე „ევროპული საქართველოს“ მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციონერებმა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას საარჩევნო კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს: მე-6 არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა)/რეფერენდუმი/ პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს) და 95-ე (საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში).

ბილბორდები ზურაბიშვილის გარეშე: რა მოუტანა „ქართულ ოცნებას" ახალმა სტრატეგიამ >>

თავის მხრივ, ცესკო სხვა ნორმებით ხელმძღვანელობდა. კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის ოფიციალური შედეგების შეჯამებიდან მეორე კვირის ბოლოს ტარდება. არჩევნების შედეგები ცესკო-ს სხდომაზე ოთხშაბათს, 14 ნოემბერს შეჯამდა.

არჩევნების დღე - 28 ნოემბერი საქართველოში უქმედ გამოცხადდა. იმისათვის, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნათ, კენჭისყრის პროცესი იქ 24:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს ტერიტორიაზე კი საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

საქართველოს გარდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხმის მიცემას 39 ქვეყნის 55 უბანზე შეძლებენ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ.

მეორე ტურში გავიდა ორი კანდიდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.

ყველა ახალი ამბავი
0