საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

© REUTERS / David Mdzinarishviliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ უცხოეთში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა საღამოს 20:00 საათის ნაცვლად 24:00 საათამდე გაგრძელდება.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება>>>

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა. ცესკოში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.  

სალომე ზურაბიშვილი მომხრეებთან ერთად საარჩევნო შტაბში შედეგების მოლოდინში - Sputnik საქართველო
„საქართველოში ფსონი ბევრ რამეზე არის დადებული“ – PACE-ს წარმომადგენელი მეორე ტურის შესახებ

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს, ხმების 38,64% მოიპოვა, გაერთიანებული ოპოზცისიის „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია კი 37,73%. კენჭისყრის დღეს მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელმაც ხმების დაახლოებით 11% მოიპოვა.  შესაბამისად, მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ უცხოეთში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა საღამოს 20:00 საათის ნაცვლად 24:00 საათამდე გაგრძელდება.

„ყველა მინუს ერთი": ოპოზიცია ზურაბიშვილის წინააღმდეგ ერთიანდება>>>

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები დღეს შეაჯამეს. კანონმდებლობით, არჩევნების მეორე ტური არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება.

28 ნოემბერი ოთხშაბათია, შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ეს დღე უქმედ გამოცხადდა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმებს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას ის მოქალაქეებიც მისცემენ, ვისაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდა.

საქართველოს მოსახლეობა 28 ნოემბერს ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევენ. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0