08:53 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
ცესკო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა შაბათ-კვირას არ დაემთხვეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (231)
162 0 0

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ისევ უცნობია

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ   რომელიმე სამუშაო დღეს დანიშნოს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცესკოში მიიჩნევენ, რომ მეორე ტურის სამუშაო დღეს ჩატარებით კანონი არ დაირღვევა.

კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღეს. თუმცა მეორე ტურთან დაკავშირებით მსგავსი დათქმა კანონში არ არსებობს.

კომისიის ინფორმაციით,  შემაჯამებელი სხდომის ჩანიშვნამდე რიგი საკანონმდებლო პროცედურები დარჩა, მათ შორის, უნდა გავიდეს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, თარიღის დანიშვნა შეჯამების ვადებზეა დამოკიდებული. მისივე განცხადებით, აქამდე სხვადასხვა მედიაში გაჟღერებული თარიღები - 2 დეკემბერი, 25 ნოემბერი თუ 28 ნოემბერი, ცესკოს სხდომამდე რეალური ვერ იქნება. თამარ ჟვანიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი კანონის შესაბამისად დაინიშნება.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წევრი. რადგან 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა, ქვეყანაში მეორე ტური ჩატარდება.

გახარია პირადად გაუწევს კურირებას უსაფრთხოებას არჩევნებზე >>

არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორ კვირაში დაინიშნება. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს არაუგვიანეს 2 დეკემბრისა აირჩევენ.

თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (231)

მთავარი თემები