სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები 24 ოქტომბერს გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგეგმილი დებატების განრიგი და რიგითობა საარჩევნო სუბიექტებთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საპრეზიდენტო კანდიდატების სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018" 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სალომე ზურაბიშვილი: შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში>>>

ექსპერტების აზრითა და გამოკითხვების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი ბრძოლა სამ კანდიდატს შორის გაიმართება: მმართველი პარტიის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატ დავით ბაქრაძესა და გაერთიანების „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძეს შორის.

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
არჩევნების მაჭარი დუღს... ანუ 28 ოქტომბრის მენიუს ასორტიმენტი...

პირველმა ოპონენტები დებატებში სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია. როგორც მან გასულ თვეში განაცხადა, მზად იყო, „შავი ძალების" ორივე სახესთან დებატებში მონაწილეობა მიეღო ნეიტრალურ სივრცეში.

საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლებმა დებატებში სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის მონაწილეობა უკვე დაადასტურეს. დავით ბაქრაძის წარმომადგენლის განცხადებით კი, რადგან ბაქრაძე საქართველოში არ იმყოფება, მისი ოფიციალური თანხმობა 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

26 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, ერთმანეთში შეთანხმების შემთხვევაში, დებატებისთვის საეთერო დროს უთმობს. კანონის შეაბამისად, დაგეგმილი დებატების განრიგი და რიგითობა საარჩევნო სუბიექტებთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა.

ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ვიხილავთ>>>

არაკვალიფიციურ კანდიდატებს შორის დებატები 12 ოქტომბერს, პარასკევს, 22:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ცხრა არაკვალიფიციურ სუბიექტს შეუძლია მონაწილეობის მიღება. კვალიფიციური სუბიექტები კი ორ ჯგუფად, 8-8 კანდიდატად დაიყო. მათ შორის დებატები 19 და 26 ოქტომბერს გაიმართება.

დებატები შედგება ოთხი ბლოკისგან. სამ ბლოკში გადაცემის წამყვანი დაუსვამს შეკითხვებს დებატებში მონაწილეებს, ხოლო ერთი ბლოკი დაეთმობა თავად კანდიდატების შეკითხვებს ერთმანეთთან. კითხვები ასევე შეირჩევა სოციალურ მედიაში გამოხმაურებების მიხედვით და თავად კანდიდატების საარჩევნო დაპირებებიდან და პროგრამებიდან.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში პრეზიდენტობის 25-მა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია.

 

ყველა ახალი ამბავი
0