საქართველოს პრემიერი ნიუ–იორკში დონალდ ტრამპს შეხვდა

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე, დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი
მამუკა ბახტაძე, დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა აშშ–ის პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე, აშშ–ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიუ–იორკში აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანიას მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

ბახტაძე აშშ–ში სამუშაო ვიზიტით 17 სქტემბრიდან იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები ვაშინგტონში, ახლა ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73–ე სესიაში მონაწილეობს.

„დავესწარი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართა“, – ასეთი წარწერა დაურთო ბახტაძემ ფოტოს.

საქართელოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი უფლებამოსილების ამოწურვამდე აშშ-ში გამგზავრებას მოასწრებს

პრემიერმა ვაშინგტონში რიგი მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან და პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონთან.

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში პრემიერმა მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირის ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისთან, კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევების" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბროკ ბიერმანთან, ასევე თავის ბულგარელ და ესტონელ კოლეგებთან – ბოიკო ბორისოვთან და იური რატასთან.

ბახტაძის გამოსვლა სესიის ფარგლებში დებატებში 27 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ბახტაძე ასევე შეხვდა სტუდენტებს საქართველოდან და მათ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

ყველა ახალი ამბავი
0