თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა – ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 46 პრეტენდენტიდან 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, 25–დან 19 კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ექვსი კი – საინიციატივო ჯგუფებმა.
„კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში“, – განაცხადა მიქელაძემ.
მთლიანობაში ცესკოს რეგისტრაციისთვის 46-მა სუბიექტმა მიმართა, აქედან 26 საინიციატივო ჯგუფებმა წარმოადგინეს, 20 კი პოლიტიკურმა პარტიებმა.
21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო უარი ეთქვა კანდიდატად რეგისტრაციაზე.
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული კანდიდატების სია:
1. მიხეილ სალუაშვილი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" N28
2. გიორგი ლილუაშვილი - „საქართველო" N17
3. ზვიად ბაღდავაძე -„სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო" N27
4. ვახტანგ გაბუნია - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" N4
5. ლევან ჩხეიძე - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები" N40
6. შალვა ნათელაშვილი — „ლეიბორისტული პარტია" N10
7. კახაბერ ჭიჭინაძე — საინიციატივო ჯგუფი N58
8. დავით ბაქრაძე — „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" N2
9. ზვიად იაშვილი — „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია" N30
10. დავით უსუფაშვილი — „თავისუფალი დემოკრატები" N25
11. კახა კუკავა — „თავისუფალი საქართველო" N21
12. გელა ხუციშვილი - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" N35
13. სალომე ზურაბიშვილი — საინიციატივო ჯგუფი N48
14. ზვიად მეხატიშვილი - „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" N13
15. თეიმურაზ შაშიაშვილი — საინიციატივო ჯგუფი N65
16. თამარ ცხორაგაული - „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" N31
17. აკაკი ასათიანი — „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" N18
18. ბესარიონ თედიაშვილი — საინიციატივო ჯგუფი N49
19. ზურაბ ჯაფარიძე — „გირჩი" N36
20. ვლადიმერ ნონიკაშვილი — საინიციატივო ჯგუფი N62
21. ირაკლი გორგაძე — „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" N23
22. გრიგოლ ვაშაძე — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" N5
23. მიხეილ ანთაძე — მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" N1
24. გიორგი ანდრიაძე — საინიციატივო ჯგუფი N51
25. ოთარ მეუნარგია — „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" N22