საქართველოს პრეზიდენტის ხმის მიცემა 40 ქვეყანაში იქნება შესაძლებელი

© Sputnik / Alexander Imedashviliცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ბრიფინგზე
ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ბრიფინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 40 ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩვენებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას გეგმავს, განაცხადა შაბათს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა.

პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიანიჭეს >>

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
არჩევნები ბურჯანაძის გარეშე ჩატარდება - ვინ გახდება პრეზიდენტი, ოქტომბერში გაირკვევა

„რაც შეეხება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების განთავსებას, ცესკო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს საარჩევნო უბნების გახსნას. კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არაუგვიანეს 28 სექტემბრისა შეიქმნება და მათი მისამართები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ცესკო-ს ვებგვერდზე“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მიქელაძემ შეახსენა მოსახლეობას, რომ უცხოეთში ხმის მიცემაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან ან უცხოეთში კონკრეტულ მისამართზე კანონმდებლობის შესაბამისად არიან დარეგისტრირებულნი.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა 2018 წლის 7 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. ეს უფასო პროცედურაა, რომლის გავლა შესაძლებელია როგორც საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ისე ონლაინ - ვებგვერდზე geoconsul.gov.ge.

ყველა ახალი ამბავი
0