ჯაჯანიძე: არავითარ შემთხვევაში არ ნახოთ ჩემი ფილმი, ვინც ზურაბიშვილს აძლევთ ხმას

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორი ვახო ჯაჯანიძე მოუწოდებს, არ უყურონ მის ფილმს სმარტფონით, ასევე მათ, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა რეჟისორმა ვახო ჯაჯანიძემ პირველად ატვირთა თავისი ფილმი „გამოსვლა“ ამერიკულ ჰოსტინგ Vimeo-ზე, ხოლო Facebook-ის საკუთარ გვერდზე კომენტარში ხალხს სთხოვა, არ უყურონ მის ფილმს იმათ, ვინც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემას სალომე ზურაბიშვილისთვის აპირებს.

პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ არჩევნებზე მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკუთარი კანდიდატურა არ ჰყავს, თუმცა ის მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. ამ დროისათვის რეგისტრაცია 13 კანდიდატმა გაიარა, 12 კი ელოდება რეგისტრაციის გავლას. დანარჩენმა პრეზიდენტობის მსურველებმა ცესკოში ამომრჩეველთა ხელმოწერების წარდგენა ვერ მოასწრეს.

„ვისაც გაინტერესებთ და ფილმის ჩართვას აპირებთ ავტორისგან 2 განსაკუთრებული თხოვნა: ა) არ უყუროთ ფილმს ტელეფონში, გთხოვთ ფილმი ნახოთ მშვიდ, წყნარ გარემოში კარგი ხმის მოწყობილობით ან ყურსასმენით; ბ) ვინც აპირებთ, ხმა მისცეთ სალომე ზურაბიშვილს არავითარ შემთხვევაში არ ნახოთ ჩემი ფილმი“, - დაწერა ჯაჯანიძემ Facebook-ზე.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი - Sputnik საქართველო
მეუფე იაკობი ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი თუ ვერ გახდა, „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება

მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გამოსვლა“ გადაღებულია ჭიათურაში 2015 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქალაქ ლოძის (პოლონეთი) კინოსკოლის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

სურათი მოგვითხრობს თითქმის დაცარიელებულ ჭიათურაზე, რომლის მოსახლეობა უაზრო არსებობას განაგრძობს. ტატიანა და ლილი დები არიან, მათ სახლში დაძაბული ვითარებაა - ერთ-ერთი და აპირებს ამ ქალაქიდან გაქცევას, რომელშიც დრო თითქმის გაჩერდა.

ფილმის ოპერატორია სანდრო ვისოცკი, დების როლს ასრულებენ ტატიანა და ლილი ბიწაძეები.

2015 წელს ფილმს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა. ფილმის ჩვენება საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში გაიმართა.

ვახო ჯაჯანიძე საქართველოში 1987 წელს დაიბადა. 2010 წელს თსუ-ის საერთაშორისო ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, 2014 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0