მეუფე იაკობი ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი თუ ვერ გახდა, „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება

© photo: Bishop of Bodbe Jakob / FBბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას თავად გაუძღვება.
მეუფე იაკობი ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი თუ ვერ გახდა, „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება

„შეიძლება, თუ ვერ გაიმარჯვა, ფიქრობს, რომ მერე მაგის ერთ ლიცენზიას აიღებს. სად აქვს სალომე ზურაბიშვილს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე ნახეთ, სადაც დადის, ძირითადად, მასწავლებლები მიჰყავთ. კარგად ვიცი, რა ხდება“, - ამბობს მეუფე იაკობი.

ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებით,  თუ ზურაბიშვილი კანაფის საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგება სათავეში, შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდეს, მაგრამ „კანაფის დედოფალი“  ნამდვილად გახდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0