საქართველოს არჩევნებზე წელსაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი ეყოლება

© photo: Prime Time / FBსაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლება მზად არის, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით ჩატარდეს.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნა სთხოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

„ჩვენ დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია გაგზავნილია წერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მათ შორის ეუთოს/ოდირის მისიასთან, რომ მოავლინოს საქართველოში დამკვირვებლები. წელსაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლები გვეყოლება, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი", – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

მისი განცხადებით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ეს არჩევნები იყოს ისეთივე სამაგალითო და სამართლიანი, როგორც ეს ჩატარდა 2013 და 2016 წლებში.

„საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვართ უაღრესად გახსნილი და ვართ მზად იმისთვის, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად, ტრანსფარენტულად და საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით ჩატარდეს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0