ქართული პასპორტი უფრო „ძლიერი" გახდა – მსოფლიოს 112 ქვეყნის კარი ღიაა

© Sputnik / STRINGERპასპორტი
პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის რეიტინგში საქართველო 53–ე ადგილზე იყო.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Henley&Partners-ის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის პასპორტების ყოველწლიურ ინდექსში საქართველოს მოქალაქის პასპორტმა 199 ქვეყანას შორის 48-ე ადგილი დაიკავა. 

გასული წლის ანგარიშთან შედარებით საქართველომ რეიტინგი ხუთი პოზიციით გაიუმჯობესა. 

საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი - Sputnik საქართველო
ამბიციური პასპორტი - საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდა

კოლსანტინგური კომპანიის კვლევის თანახმად, ქართული პასპორტით უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაშია შესაძლებელი.

რეიტინგში საქართველოს მეზობლები აღმოჩნდნენ ალბანეთი (47-ე ადგილი) და თურქეთი (49-ე ადგილი). რაც შეეხება საქართველოს გეოგრაფიულ მეზობლებს, ამ მხრივ გამორჩეული რუსული პასორტია, რომლის საშუალებთაც მოგზაურობა განსაკუთრებული შეფერხებების გარეშე 118 ქვეყანაშია შესაძლებელი. ამ კუთხით არ გაუმართლა სომხეთს – ამ ქვეყნის წარმომადგენლებისთვის მხოლოდ 62 ქვეყნის კარია ღია.

რეიტინგში პირველობა სინგაპურმა და იაპონიამ გაიყვეს – მათ მოქალაქეებს 189 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა. რეიტინგის აუტსაიდერებად კი ავღანეთი და ერაყი დასახელდნენ.

კომპანია Henley & Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს.

კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0