თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე 1-2 სექტემბერს დაესწრება საქართველოს კულტურულ დღეებს, რომლებიც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება, იუწყება პირველი არხი.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძე მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი შორეცთან შეხვედრას გამართავს.
ბელარუსის დედაქალაქში იწყება ქართული კულტურის დღეები, რომლებიც პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნება. კულტურის დღეების ფარგლებში, 1-2 სექტემბერს შედგება ქართული ფილმების ჩვენება და ბელარუსში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ლეონიდ დანელიას გამოფენა.
მინსკელები დაესწრებიან ფესტივალ „თბილისობას“, რომელზეც ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები წარდგებიან. სტუმრებს შესთავაზებენ ქართულ ღვინოს და ქართულ ეროვნულ სამზარეულოს და ასევე კერძების მომზადების მასტერ-კლასებს ჩაუტარებენ.
„თბილისობა“ ნიუ-იორკში, ანუ ქართული ფარიკაობა, ფელამუში და ჩურჩხელა Wolfe's pond park-ში >>
კულტურის დღეები ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდება.