15:00 20 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური

ცესკომ საარჩევნო უბნებზე ახალი აკრძალვები დააწესა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (68)
96 0 0

საარჩევნო სიების ფოტო-ვიდეო გადაღება იკრძალება

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საარჩევნო კომისიებში ამომრჩევლის სიების ფოტო-ვიდეო გადაღება იკრძალება, აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში. 

მამამდე გადაღება საარჩევნო კაბინებში იყო აკრძალული.

დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა. 

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ამ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებზე, საარჩევნო უბანზე აკრძალული იქნება გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება მონაცემების ან ინფორმაციის, რომელიც არ არის საჯარო, მათ შორის ისეთის, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრებისთვის განკუთვნილი სამაგიდო სია.

რით არის ნაკარნახევი ეს გადაწყვეტილება, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ განმარტა.

ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებზე 2017 წლის ოქტომბერში დამკვირვებლებმა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლები მმართველი პარტიიდან კომისიის წევრების უკან იდგნენ და იღებდნენ ან იწერდნენ ამომრჩეველთა სიებს და მათ მისამართებს. დამკვირვებელთა აზრით, ამგვარად, პირადი მონაცემების გაჟონვის საფრთხე წარმოიშვა.

ივანიშვილის ახალი ოცნება — ჭრელი პარლამენტი და კოალიციური მთავრობა რეალურ კონტურებს იძენს >>

მაშინ ცესკომ განაცხადა, რომ  პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამკვირვებლებს კანონი არ დაურღვევიათ, რადგან სახელი და სარეგისტრაციო ნომერი ამომრჩეველთა სიაში საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და პირად საიდუმლოს არ წარმოადგენს.

 

თემები:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 (68)

მთავარი თემები